პროექტის გეგმა

სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონი

სასწავლო თემის ავტორი
სახელი და გვარი
ჯულიეტა ქვარაია
რაიონი
ხობი
სკოლა
ხობის N1 საჯარო
ქალაქი
ხობი
თემის  მონახაზი
თემის  დასახელება
თემის აღწერა ან სრულყოფილი დასახელება ,,სამშობლო არ დაგავიწყდეთ!“ (გალაკტიონი)
თემის შინაარსი
 მოსწავლეები გაეცნობიან ქართულ პატრიოტულ ლირიკას და წაიკითხავენ გამომეტყველებით, გაეცნობიან და გაანალიზებენ პატრიოტული თვალსაზრისით მნიშვნელოვან ეპიზოდებს საქართველოს ისტორიიდან. გაიაზრებენ სამშობლოს წინაშე მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის აუცილებლობას. პროექტი აქტუალურია, რამდენადაც დღეს მსოფლიო ინტეგრაციისა და გლობალიზაციის პროცესში ახალგაზრდებს გათვითცნობიერებული ჰქონდეთ სამშობლოს რაობის საკითხი ,ჩამოყალიბებული ჰქონდეთ საკუთარი სახელმწიფოებრივი პოზიცია და სამოქალაქო ცნობიერება, სამოქალაქო ვალდებულებები სამშობლოს წინაშე. ჩამოუყალიბდებათ თანამშრომლობითი, გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის, შემოქმედებითი, დამოუკიდებელი აზროვნების  უნარ-ჩვევები. სოციალურ-სამოქალაქო კომპეტენცია.
 პროექტის მთავარი მიმართულება განისაზღვრება  შემდეგი კთხვებით: რა არის სამშობლო? ვინ არის პატრიოტი? რას აკეთებ სამშობლოსთვის?   პროექტი  შედგება შემდეგი აქტივობებისგან: ა) თავისუფალი წერა, ბ) პრეზენტაცია, გ) პოეზიის საღამო, დ) კედლის გაზეთის გამოცემა, ე) ბუკლეტის გამოცემა. მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით ხდება თითოეულ აქტივობაში მონაწილეობა.
საგანი
ქართული ენა და ლიტერატურა, ისტორია, სამოქალაქო განათლება.
დონე/კლასი  
ხობის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები, საფეხური-საშუალო, XI კლასი
განხორციელების დროის ჩარჩო
15 დღე (2 კვირა)
თემის საფუძვლები
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
ქართ. XI.1. მოსწავლეს შეუძლია საჯარო მოხსენების წარმოდგენა კონკრეტული აუდიტორიის წინასე კონკრეტული მიზნით.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე
●წინასწარ მოფიქრებული გეგმის მიხედვით გადმოსცემს სათქმელს
●მკაფიოდ,  ცხადად და გასაგებად აყალიბებს განსახილველი საკითხის არსს, პრობლემის განმსაზღვრელ ასპექქტებს და საკუთარ მოსაზრებებს.
●საკუთარი მოსაზრებების გასამყარებლად იყენებს ციტატებს მხატვრული ნაწარმოებიდან და სხვადასხვა საინფორმაციო რესურსს (ფაქტებს, ფრაგმენტებს,  ინტერნეტს, აუდიო და ვიზუალურ მასალას.)
ქართ. XI. 10. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ესეის დაწერა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე
● წერს ესეის, რომელშიც პირად ან ლიტერატურულ გამოცდილებაზე დაყრდნობით მსჯელობს მოცემული თემის, პრობლემების შესახებ ( ამტკიცებს, უარყოფს, გამოთქვამს ვარაუდს, ადარებს, ავლებს პარალელს)
●წერისას იყენებს მხატვრულ-გამომსახველობით ხერხებს
● წერს ესეის შემოქმედებითი თვითგამოხატვისათვის, განწყობის, შთაბეჭდილებების, ემოციების და ა.შ. გადმოსაცემად.
ქართ.XI,6 მოსწავლეს შეუძლია განასხვავოს, როგორ გამოიყენება მხატვრული და არამხატვრული ტექსტის ელემენტები მისი ინტერპრეტაციის დროს
შედეგი თვალსაჩინოა თუ:
●განასხვავებს  ეპიკურ და სცენურ თხრობას

ქართ. XI .8 მოსწავლე სშეუძლია კითხვის ეფექტური სტრატეგიების არჩევა და გამოყენება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე
●განსაზღვრავს კითხვის მიზანს და იყენებს შესაბამის სტრატეგიებს: მონიშნავს საკითხებს, რომელთა დაზუსტება, უკეთ გაცნობას ისურვებდა მომავალში, განიხილავს ეპოქის შესახებ  მისთვის ნაცნობ ინფორმაციას.
ქართ. XI. 13 მოსწავლეს შეუძლია ადეკვატურად გამოიყენოს სათანადო ენობრივ-გრამატიკული საშუალებები სხვადსხვა სახის ტექსტების შესაქმნელად.
შედეგი თვალსაჩინოა თუ:
●ენობრივი და სტილური საშუალებების გათვალისწინებით, განსხვავებული ფორმით გადმოსცემს მთავარ სათქმელს.  

მოსწავლეების ამოცანები/სწავლის შედეგები
ამოცანები:
●ინტერესების გათვალისწინებით მიზნობრივი ჯგუფების შექმნა.
●დავალებების განაწილება
●თავისუფალი წერა (ესე, ჩანახატი, ლექსი, თხზულება)
●პოეზიის საღამო
●კედლის გაზეთის გამოცემა
●ბუკლეტის გამოცემა
შედეგები:
გამოსცემენ ბუკლეტს, გამოსცემენ კედლის გაზეთს, აკეთებენ პრეზენტაციას, გამომეტყველებით კითხულობენ პატრიოტულ ლირიკას, წერილობით გამოხატავენ საკუთარ დამოკიდებულებას, განცდებს, ემოციებს.
უყალიბდებათ თანამშრომლობის, გუნდური და ინდვიდუალური მუშაობის, შემოქმედებითი უნარ-ჩვევები. სოციალურ-სამოქალაქო  კომპეტენციები.
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა
რა არის სამშობლო?
თემატური კითხვები
ვინ არის პატრიოტი?
შინაარსობრივი კითხვები
რას ვაკეტებ სამშობლოსთვის?

შეფასების გეგმა
შეფასების დროის ჩარჩო
პროექტზე მუშაობის დაწყებამდე
მოსწავლეები მუშაობენ პროექტებზე და ასრულებენ დავალებებს
პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ







1)ანგარიში ამოცანის განხორციელებაზე

1)პროექტის შეფასების კითხვარი
შეფასების ინსტრუმენტები მოსწავლის ცოდნის, უნარ-ჩვევების, წარმოდგენების და მცდარი შეხედულებების განსაზღვრისათვის

პროექტის სტრუქტურა/გეგმა
პროექტის დასახელება
ვინ მონაწილეობს, პროექტის აქტუალობა, პრეოექტის მიზნრბი,ვადები, განსახორციელებელი
ამოცანები, მისაღწევი შედეგი
შეფასების ინსტრუმენტები მოსწავლეების საჭიროებების, პროგრესის მონიტორინგის, საკითხის გაგების შემოწმებისათვის. ხელი შეუწყეთ მეტაკოგნიტურ აზროვნებას, დამოუკიდებელ მუშაობას და თანამშრომლობას.
2) პროექტზე მუშაობის პროცესში თვითშფასება და ურთიერთშეფასება
3) მოსწავლეზე დაკვირვების ცხრილი
პატრიოტული ლირიკის შერჩევა პოეზიის საღამოსთვის მზადება  გამომეტეყველებით
კითხვაში
საპრეზენტაციოდ სლაიდშოუს დამზადება
საგაზეთო ტექსტების მომზადება,გაზეთის დიზაინზე მუშაობა,თავისუფალი წერა, ბუკლეტისთვის ფოტო და ტექსტური მასალების მოძიება,დიზაინზე მუშაობა,
შეფასების ინსტრუმენტები მოსწავლეების მიერ საკითხის გაგებისა და უნარ-ჩვევების შემოწმებისათვის. წაახალისეთ მეტაკოგნიტური აზროვნება, განსაზღვრეთ მოსწავლეების სწავლის საჭიროებები შემდგომი ეტაპისათვის.
პროექტის პროდუქტი:
1)       კედლის გაზეთი
2)       ბუკლეტი
3)       ესეების კრებული
4)       პოეზიის საღამო
შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი
აღწერეთ შეფასების ფორმები, რომელსაც კლასში მოსწავლეებთან  მუშაობისას  იყენებთ  საჭიროებების განსაზღვრის, მიზნების დასახვის, პროგრესის მონიტორინგის, უკუკავშირის უზრუნველყოფის, კრიტიკული აზროვნების და პროცესების შეფასების, სასწავლო პროცესის ანალიზისთვის, სასწავლო ციკლის სხვადასხვა ეტაპზე. მოცემული შესაძლოა მოიცავდეს გრაფიკულ დამგეგმავებს (ორგანაიზერებს), ინსტრუქციებს წერითი სამუშაოსთვის, პრაქტიკული მუშაობის ჩანაწერებს, ჩამონათვალებს, გამოკითხვებსა და რუბრიკებს. ამასთანავე, აღწერდეს მოსწავლეების მიერ შექმნილი პროდუქტების აღწერას, პრეზენტაციებს, წერილობით დოკუმენტებს, ან ეტაპობრივ შეფასებებს, რომელთაც განახორციელებთ სასწავლო პროცესში. სასწავლო პროცედურების გრაფაში განმარტეთ, ვინ იყენებს შეფასებებს, როგორ გამოყენება შედეგები და სად ხორციელდება.

მიზნების დასახვის შემდგომ ვიყენებ ,,ჯგუფურ პროექტზე მუშაობის დღის პროტოკოლს,“ სადაც ისინი შეჯერდებიან პროექტის შინაარსობრივ მხარეზე, თუ ვინ რა უნდა გააკეთოს და რა დროში რა საკითხების დამუშავებას ისურვებენ შემდგომ შეხვედრაზე და სხვა, ,,თვითშფასებისა და ურთიერთშეფასების რუბრიკები“ ცხრილის სახით. ,, მოსწავლეზე დაკვირვების ცხრილი“, პროექტის დასრულების შემდგომ ,,პროექტის შეფასების კითხვარი“
სხვა საკითხები
საბაზისო უნარ-ჩვევები
კონცეპტუალური ცოდნა და ტექნიკური უნარ-ჩვევები, რომლებსაც მოსწავლეები უნდა ფლობდნენ თემის დასაწყისში:
მოსწავლეები თემასთან დაკავშირებით იცნობენ ისტორიულ წყაროებსა და მხატვრულ ლიტერატურას, ფლობენ კომპიუტერთან მუშაობის უნარებს, ინფორმაციის მოძიების, კრიტიკული აზროვნების, კომუნიკაციის, საკუთარი  დამოკიდებულების გამოხატვის, შემოქმედებითი აზროვნების უნარებს.
სასწავლო პროცედურები

სასწავლო ციკლის ზუსტი აღწერა - მოსწავლეთა მიერ შესრულებული აქტივობების მასშტაბები და თანმიმდევრობა, მოსწავლეთა ჩართულობის აღწერა სწავლის პროცესის დაგეგმვაში.
პროექტის დასაწყისში მოსწავლეები გადანაწილდებიან ჯგუფებში ინტერესების შესაბამისად. გარკვეული ჯგუფები მუშაობენ ბუკლეტზე, კედლის გაზეთზე, პრეზენტაციაზე. თავისუფალ წერასა და პოეზიის საღამოზე მონაწილეობას ღებულობს ყველა. პროექტი მიმდინარეობს 2 სასწავლო  კვირის მანძილზე. (13-26 მაისი)
#
დავალება
თარიღი
შენიშვნა
1
საპრეზენტაციო ტექსტური და ფოტომასალების მოძიება
13-26 –V

2
ბულკეტისთვის ტექსტური და ფოტომასალების მოძიება და დამუშავება
13-19-V

3
პატრიოტული ლირიკის მოძიება და გამომეტყველებითი კითხვა, მზადება პოეზიის საღამოსთვის
13-19-V

4
კედლის გაზეთის გამოცემა
21-V

5
ბუკლეტის გამოცემა
22-V

6
პრეზენტაცია
23-V

7
პოეზიის საღამო
26-V












დიფერენცირებული სწავლება

სპეციალური საჭიროებები
თანამშრომლობა ბიბლიოთეკასთან
შეფასებები: (რუბრიკები)
ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა
პრეზენტაციის შეფასება
ინფორმაციის მოძიების შეფასების რუბრიკა

არაინგლისურენოვანი
მოსწავლეები (მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების ენა არ არის მშობლიური)

აღწერეთ დამატებითი დახმარების საშუალებები ენაზე მუშაობისთვის, მაგალითად, სასწავლო კურსი და ინდივიდუალური გაკვეთილები ბილინგვური მოსწავლეებისგან ან თემში მოხალისე მასწავლებლებისგან, ინგლისური ენის შემსწავლელთათვის (ELL). აღწერეთ ადაპტირებული მასალები, მაგალითად, ტექსტები, გრაფიკული გამოსახულებები, ილუსტრირებული ტექსტები, ორენოვანი ლექსიკონები, თარგმანის პროგრამები. ჩამოთვალეთ კონკრეტული რესურსები, რომლებსაც გამოიყენებთ. ასევე, აღწერეთ შეფასების მეთოდების მოდიფიკაციები, სადაც მოსწავლემ უნდა წარმოაჩინოს თავის ცოდნა, მაგალითად, შეფასების ფორმატში - მშობლიური ენის გამოყენება, ნაცვლად ინგლისურისა, ან ზეპირი გამოკითხვა, წერილობითი ტესტის ნაცვლად.

მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები
სცენარის მომზადება პოეზიის საღამოსთვის
სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები


ტექნოლოგიატექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის  საჭირო ტექნოლოგიური უზრუნველყოფა)

 ფოტოკამერა
 კომპიუტერი (ები)              
 ციფრული კამერა
    DVD ფლეიერი
 ინტერნეტკავშირი
 ლაზერული დისკი
 საბეჭდი მანქანა/პრინტერი●
 პროექტორი ●
 სკანერი
 ტელევიზორი
 VCR, ვიდეო
 ვიდეოკამერა●
 ვიდეო საკონფერენციო აღჭურვილობა.●
 სხვა      
ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )
 მონაცემთა ბაზა/ცხრილები●      
 საგამომცემლო პროგრამები●
 ელფოსტის პროგრამა
 ენციკლოპედია კომპაქტდისკზე
 ფოტო/სურათების დამუშავება●
 ინტერნეტძიება ●
 მულტიმედია
 ვებგვერდის შექმნა
 ვორდის პროგრამა  ●
 სხვა      


ბეჭდვითი მასალები
სახელმძღვანელოები, სასწავლო გზამკვლევები, მოთხრობები,  სახელმძღვანელოები, ბიბლიოგრაფიული მასალები და ა.შ.
ინვენტარი/მასალები
ძირითადი მასალები, რომლებიც თემის ჩასატარებლად შეუკვეთეთ ან შეაგროვეთ და რომლებიც კურსის კონკრეტულ საკითხებს უკავშირდება. საჭირო არაა ყოველდღიური მასალების შეტანა, რომლებიც ისედაც ხელმისაწვდომია კლასში.
ინტერნეტრესურსები
Yutube.com ; lib.ge.
სხვა რესურსები
მოწვეული სტუმრები: სხვა სკოლის მასწავლებლები, სკოლის უფროსკლასელები ადგილობრივი თემის/საზოგადოების წარმომადგენლები, მშობლები და ა.შ.



No comments:

Post a Comment