მოსწავლის ნამუშევრები


,,სამშობლო არ დაგავიწყდეთ!“
რა არის სამშობლო?
ვინ არის პატრიორი?
რას ვაკეთებ სამშობლოსთვის?
,,რა არის სამშობლო? ამაყენა ქართულის მასწავლებელმა.
-სამშობლო, სამშობლოა ადგილი, სადაც დაიბადე და...
-კიდევ? - ჩამეკითხა მასწავლებელი.
პასუხი რომ აღარ ვაღირსე.
-არ დამიწერო მასწავლებელო ორი. ვიცი და ვერ ვამბობ,-შევეხვეწე მე და ტირილი დავიწყე...“
სამშობლო უნდა განიცადო, უნდა იგრძნო, უნდა გტკიოდეს, უნდა გიხაროდეს. უსამშობლობაზე დიდი ტრაგედია ხომ არაფერია დედამიწის ზურგზე, არანაკლებია მასთან განშორება, უფრო სწორად, სიკვდილია: ,,-ბატონო, გული, გული სადღაა? კედლიდან პატარა რუქამ გასცა პასუხი: - მე დავაჭნე! - მე დავწწვი!“ დამანგრეველია სამშობლოს მონატრება. ,,სამშობლო“ თავისი მნიშვნელობით ,,დედის“ სწორია, ამიტომაც დედასამშობლო ვუწოდეთ მშობელ ქვეყანას. მისი ღალატი არ ეგების. მისი სიყვარული ისე ძლიერი, მკვიდრი და ბუნებრივია, რომ ვერა ძალა ვერ ამოგლეჯს გულიდან.
 ,,რა საკვირველია, რომ მე ჩემი უფრო მიყვარდეს, ჩემს უფრო შევხაროდე, ჩემი უფრო მიამებოდეს და ჩემსას უფრო ხელს ვუწყობდე,- გული ადამიანისა ფიცარი ხომ არ არის, რომ ერთი წავშალო და მის მაგიერ სხვა რამ დასწერო.“
ამ  თავისის სიყვარული, სამართლიანი და პატივსაცემი, ისეთივე  სამართლიანი და პატივსაცემი, როგორც სიყვარული მამაშვილური, დედაშვილური ვერ ამოჰკვეთს ილიას გულიდამ, ამიტომაც თავად ილიას ამოჰკვეთა მოინდომეს ქართველტა ცხოვრებიდან, ისტორიიდან, თუმცა ყოველივე იარაღი მის წინასშჶ შემარტული უქმი აღმოჩნდა და ილია სამუდამოდ ქართველი ერის გულში ჩაკირეს, ჩააწნეს წმინდა ილია მართლად.
სამშობლო სახტის წინაშე დაჩოქილი სანთლად ვქცეული მხცოვანი პოეტია.
სამშობლო ქართველთა ღირსებისთვის თავგაპობილი დიმიტრი ყიფიანის წმინდა საფლავია.
.არაერთი ჭეშმარიტი შემოქმედის ჯუნჯი, საჭრეთელი თუ კალამი დამაშვრალა სამშობლოს ძიებაში, მაგრამ ,,ძლიერნი ამა სოფლისანი“ ფარნავაზიდან გიორგი XII-მდე ხმლითა და ნიჩბით ,,ეძიებდნენ და ჰპოვებდნენ“ საკუთარ სამშობლოს თურქთა და არაბთა, მონღოლთა და ბიზანტიელთა, სპარსთა და რუსთა ჭიდილში  და ჩნდებოდა ქართულ მატიანეში-შამქორი, ბასიანი, დიდგორი, მარტყოფი და მარაბდა, საუბედურო კრწანისიც და ყველაზე საშინელი ბაზალეთი და წიწამური, თუ გასული საუკუნის 90-იანი წლების საქართველო...
სამშობლო  ადამიანის სიცოცხლის განიყოფელი ნაწილია. სამსობლოს სიყვარულით მწიფდება და ყალობდება ადამიანის სულიერი სამყარო, მისი გულწრფელობა და სიყვარული სხვა ერებისადმი, ვისაც არ უყვარს თავისი სამშობლო, ის როგორ იგრძნობს ცარიელ სხვათა სამშობლოს სიყვარულს?!- სრულიად საქათველოს კათოლიკოს-პატრიარქი.
,,სამშობლო ჩვენი გენეტიკური მეხსიერებაა..’’ ,,გახსოვდეს ვისი გორისა ხარ, სადც შენი მამა-პაპა დაბადებულა, სადაც მისი ძვლებია დაფლული, იმ მიწას გედავებიან და არ დაანებო!“
ყოველი სამშობლოს სახე განსხვავდება ერთმანეთისგან, სამშობლო საქართველო არ არსებობს  უქართველოდ. ყოველი ჩვენგანი სამშობლოს იმედია. სამკვიდროდ ბოძებული ყოვლით კეთილით აღსავსე მიწა-წყლის გარდა სამშობლო ტკივილია, სამშობლო მოვალეობაა, სამშობლო ქრისტიანობაა, ჩვენი მშობლიური ენა და ტაძარ-საგალობლებია.
ჩვენი ისტორია თვითგადარჩენისთვისისტორიაა!  ბასიანი“, ,,შამქორი“, ,,დიდგორი“, არაერთი ,,ძლევაი საკვირველი“..აი, რამ შეგვქმნა, რამ გვიხსნა, რამ გადაგვარჩინა...
დიდმა ილიამ კი ბრძანა, რომ დღეს ომია არა სისხლისღვრისა, არამედ ომია ოფლისღვრისაო...
რაც გვააზრებინებს თითოეული ქართველის ვალდებულებას, რომ ვიყოთ ადეკვატური ცოდნით აღჭურვილები. ვიყოთ პროფესიონალები, რომ არ წავაგოთ დიდი ომი, რომ ჩვენი ეროვნული ტრადიციების დაცვით შევძლოთ ინტეგრაცია ცივილიზებულ მსოფლიოსთან.
ქართველი ერის უმთავრესი მისია ეროვნული თავისუფლების ძიება და დამკვიდრებაა. -როცა სამშობლოს ყველაზე ძალიან გაუჭირდებოდა, რაღაც საოცარი განგებით, თითქოს უფალი გამოუჩენდა ახალ სასიცოცხლო ენერგიას, დღეს ჩვენ კვლავ იგივე გვაქვს საპატრონო, ჩვენ უნდა გვეყოს სასიცოცხლო ენერგია, ვიმუშავოთ ერთიანი, ძლერი, ღირსეული საქართველოსთვის
 ყველაზე დიდი პატრიოტობა ჯანსაღი ცხოვრების წესი, პროფესიონალიზმი  და სწორი ორიენტაციაა,რაც ცოდნისა და განათლების გარეშე წარმოუდგენელია. ამ მხრივ, დიდი გამოწვევების წინაშე დგას არა მხოლოდ საქართველო, არამედ თითოეული ჩვენგანიც, რადგან საქართველო უქართველოდ არ არსებობს.

 ამდენად, ჩვენ კონკრეტულად გვიჭირს თქმა იმისა, თუ რა არის სამშობლო, თუმცა წარმოგვიდგენია, რა უნდა ვაკეთოთ მისთვის.


 








                                            


For information on open positions or to submit your resume, please visit our Web site at: www.lucernepublishing.com
 
უსამშობლოდ კაცი არ ხარ.        
სამშობლო მხოლოდ მინდორი და მთები არაა, სამშობლო ადამიანიცაა .
                          გურამ დოჩანაშვილი
Description: jari (2).jpgDescription: jari (1).jpg

,,ჩვენ არ ვიცით რა არის სამშობლო, მაგრამ ვიცით, რომ მისთვის სიკვდილი შეიძლება.“
                                    ნოდარ დუმბაძე
 
 































No comments:

Post a Comment